Translations 2
English (en-US) |
||
---|---|---|
Name |
Darejan Khachidze |
|
Biography |
—
|
|
Georgian (ka-GE) |
||
---|---|---|
Name |
დარეჯან ხაჩიძე |
|
Biography |
დარეჯან ხაჩიძე — ქართველი მსახობი. ბიოგრაფია დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1976 წელს. სწავლის პერიოდში შეასრულა მთავარი როლი სპექტაკლში "ესმერალდა" და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ აქვე განაგრძო მოღვაწეობა. შეასრულა როლები: სონია ფილატოვა („ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ მ. თუმანიშვილი), პინკი („სისხლიანი ქორწილი", ქ. დოლიძე), კლოუნი („საქმე", მ. თუმანიშვილი), პეპელა (ბაკულას ღორები, მ. თუმანიშვილი), ნატაშა („ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე", მ. თუმანიშვილი), ნინო ალავიძე („ჩვენი პატარა ქალაქი", მ. თუმანიშვილი), მართა („ნუ მიგვატოვებ მზეო", ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი), კონჩიტა, მსახური ქალი ("ბერნანდა ალბას სახლი, ნ. კვასხაძე), დედა (ზვავი, რ. ბოლქვაძე), ანა („სუფთა სახლი", ნ. ჩაკვეტაძე) და სხვ. კინოდებიუტი შედგა მთავარი როლით კინოკომედიაში „სიყვარული ყველას უნდა" (გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), მონაწილეობს ფილმებში: „მშობლიურო ჩემო მიწავ" (რ. ჩეიძე, 1980), „დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), „ამბავი სურამის ციხისა" (ს. ფარაჯანოვი, დ. აბაშაძე, 1984), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (გ. შენგელაია, 1984, პეტრე ვარაზელის და) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი.[2] |
|